პოეზია · ლირიკა
ლექსის შექმნის დროს
ლექსის შექმნის დროს მე წარმოვადგენცის და მიწის ხიდს, ხიდს მძლავრს და მჭიდროს.მე ვქმნი და მე ვსპობ: მოგკლავ! აღვადგენ!ლექსის შექმნის დროს!.. ლექსის შექმნის დროს!..
მე შემიძლიან... თუ შენს გულს უნდა -გაჩუქო აგერ ის არემარე,სადაც ზღვის ჭავლი მზით ადუდუნდა,ჭავლი ხუჭუჭა, ჭავლი მთვლემარე.
მე შემიძლიან - მხოლოდ მარტო მე -სიყვარულიცა... სილამაზეცა...მე შემიძლიან, თუ მოვინდომე,ცხვირსახოცივით დავკეცო ზეცა.
მე შემიძლიან, კანონი ღვთისაისე შევცვალო, სატრფოვ სვიანო,რომ ჩემის ლექსით თვით ჩასვლა მზისაცოტა ხნით კიდევ დავაგვიანო.
ო, მე სულ სხვა ვარ! მე წარმოვადგენცის და მიწის ხის, ხიდს მძლავრს და მჭიდროს,მე ვქმნი და მე ვსპობ: მოგკლავ! აღგადგენ!ლექსის შექმნის დროს! ლექსის შექმნის დროს!