პოეზია · ლირიკა
ლენინის მოედანი
წამო, მითხარ, სადაური კაცი ხარ,რას დაფრინავ ცაში კამარ-კამარა!შეხე - ადგილს ნაომარს და ნაციხარსრა ატლასი შემოუკრავს ქამარად.
რომ ახაროს ახალ ნერგებს მაისურს -\"არ არისო ძველებური ქარვასლა\". -აქ მერცხალსაც უჭიკჭიკოდ არა სურსმთიდან მთაზე გადაფრენა, გადასვლა.
მხარბეჭიან ისნის აღმართს ემხრობაეს ფოლორცი - სიხარულის მთოვარი,აქ ფიცს იღებს ჯუღაშვილის მხედრობა, 23.gifრომ დაიცვას ქვეყნის მონაპოვარი.
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლოდა თბილისი - შიგ ჩასმული ბადახში.გავცქერ არეს უხინჯოს და უნაკლოს,წერეთელის დინჯ შუბლივით გადაშლილს.
ასეთი ცა მე ჯერ არსად მინახავს!ასეთი მზე მე ჯერ არ შემხვედრია!ეს ჩუქურთმა ჩამოთლილი ინახადთავისუფალ საქართველოს ხვედრია.
გულო ჩემო, აფეთქდი და დაიძარ!ჩაეზრდე მშობელ მიწას ფესვებით.ახალ თბილისს - ახალ კოკორს ნაღვიძარს -უგალობე ნამუსიან ლექსებით.