↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "არის ჩემში როდენი"

გომელაური ნიკო

2010-08-121 წთ საკითხავი4969 ნახვა

—
არის ჩემში როდენი,ოღონდ ცოტაოდენი.არის ჩემში დავინჩიკარგ და მზიან ამინდში.არის ჩემში რუსთველი,მაგრამ გამოუწვრთნელი...და იქნება ჩემში დანტე,თუ ცოდვები შენი მანდე.ხანდახან ვგრძნობ ჩემში შოპენს,მაისი რომ ჭერამს მოჰფენს.ხანდახან კი, ჩემში ბახისუნთქვას, ბორგავს, როგორც ტახი.ზოგჯერ კი, ნაპოლეონილაპარაკობს ჩემში მგონი.თქვენ ფიქრობთ _ დავკარგე გონი,რომ ეს არის ცუდი ტონი.ფიქრობთ არ ვარ თავმდაბალი,როგორც ირგვლივ სხვა მრავალი.ხოლო ჩემთვის ცოდვაა,უცხო და უცნაური:თუ ხარ მხოლოდ ჯუმბერა,ბონდო, ანდა ზაური.
გომელაური ნიკო

გომელაური ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი