↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი

გომელაური ნიკო

2010-08-121 წთ საკითხავი4961 ნახვა

—
გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი.ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე,ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული,ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.
არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს,არცა შენდობას, არც შეცოდებას.ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა- ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.
ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი- ტალახის გავლით, ან და გაფრენით.მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა,სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.
ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლადა ბედაური გამოდგა მხდალი,ტყვიის წამალი დანესტიანდა,მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.
მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავდა მექაჩება ცეცხლში სატანა,ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი,უხ, რა ძნელია ამის ატანა!
მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო,არ მეშინია მე შენი მადის.არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს- ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.
ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას,რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა.გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში- ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა.
გომელაური ნიკო

გომელაური ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი