↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფიქრის ეტლები

იაშვილი ია

2026-07-181 წთ საკითხავი403 ნახვა

—
სამოთხის ვაშლის ფერებით,წკრიალ-წკრიალა ბგერებით,ჭრელკაბიანი პეპლებითსავსეა ფიქრის ეტლები.მოჭიქულ-მოხატულიაჩემი ოცნების ცა-კიდე,ზევით ვარსკვლავებს რომ ხედავ,სულ ჩემი ხელით დავკიდე.ზღვაზე გაბადულ ჰამაკშინებივრობს მზე-მოგონება.ცის ზემოთ სიმაღლეებშირა სევდა, რის დაღონება...აბრეშუმსა და ატლასშიგამოწყობილან ფრთოსნები,შემოჯარულან ტოტებზემერცხლები, ვით ჩოხოსნები.ირთვება თვით გაზაფხულიმზეთუნახავი ნატვრებით,ამ უცისფერეს შარაზემე შენსკენ მოვემგზავრები.
იაშვილი ია

იაშვილი ია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი