პოეზია · ლირიკა
შეყვარებული სიკვდილი
სტუმრად მეწვია სიკვდილი,ცოტა ხნით შემომიარა,რომ ნახა, როგორ ველოდი,გაწითლდა, ვერა კმია რა.მერე ჩამოჯდა, მომითხრო,ამბები მწარე-იარა,ცრემლები ჩამოუგორდა,ვიფიქრე გადარია, რამ?!მითხრა, სიცოცოხლე მიყვარსო,ვერა ვრჩებიო უმისოდ,დავდივარ, ყველგან დავეძებ,მგონი ვრჩებიო უძისოდ.ხელს ვახლებ, ყველა მიკვდება,ვერვისთან გავიხარეო,არც სახლ-კარი მაქვს, არც მიწა,არცა სამშობლო მხარეო.უბედური ვარ ჩემი ზნით,კუნაპეტიო ფერადაც,სიცოცხლის დიდი წყურვილით,მიშრება გულ ამჯერადაც.მერე მე ჩემი ვუთხარი,სულ ერთიანად დასველდა,ვხედავდი ჩემი წარსული,მის ხელზე როგორ დასვენდა.