პოეზია · ლირიკა
მე გული წმინდა ვერცხლივით
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მე გული წმინდა ვერცხლივითხალხის წინაშე ვატარე,უმისოდ შუქი, ვერც სხივი,სიტყვას ვერ გამოვატანე!ვერცა ვთქვი ნასურვილარი,არც ჰქონდა ნაპერწკალობა;უხალხოდ მთქმელი ვინ არი,სთქვას დიდი გულის გალობა!