პოეზია · ლირიკა
მე ვკითხულობდი “ქართლის ცხოვრებას”
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მე ვკითხულობდი “ქართლის ცხოვრებას”,წუხელის დიდხანს, გათენებამდი,როგორ გლეწავდენ, ჩემო ქალაქო,სისხლით მოედნებს როგორ ღებავდი!
გამოვვარდები, ხარ თუ აღარა,კიდევ გაისმის ქუჩებში ჩეხა?ვხედავ შენს სახლებს, ვხედავ შენს აბრებსდა მიხარიან, რომ ისევ დგეხარ!
შევხარი დილის ორთქლიან პურებს,ახალ სართულთა წითელ აგურებს,ვარდის საპალნეს ტაბახმელიდანდა მას, ― ამ ვარდებს ვისაც არგუნებ!