პოეზია · ლირიკა
ნატო ვაჩნაძე
. . . უხმოთა ხმითა შორი-შორდაგირეკ კარსა გულისსა...ბ ე ს ი კ ი.
ვერ მოვესწარი...შენს სიცოცხლეშივერ ვუთხარ ლექსი შენს მზექალობას...მეც მწვავდა შენი თვალების ეშხი,მსურდა, ჩუმი ხმით მეც მეგალობა.
იმ შენი უღვთო სიკვდილის მერემე ეს სიმღერა ჩემს საიმედოდ -გულში უჩუმრად ამოვიმღერე,ახლა სათქმელად ვით გავიმეტო?...
ვით გავიმეტო, ქალო შავბედო,ბევრის ოცნებავ, გულის მისამატო,როგორ ავმღერდე, როგორ გავბედო,დავწერო წიგნი უმისამართო!
სულაც არ მინდა, ის მერგოს ბედად,შენს მოტრფიალედ ჩამთვალონ მეცა...ისიც მეყოფა, რომ შენთან ერთადმეც შევცქეროდი თბილისის ზეცას!
ისიც მეყოფა, რომ არ ვიცოცხლეშენი თვალების დაუნახავად,შენს სილამაზეს დავუდექ მოწმედ,შენს რუსთაველზე ღიმილით გავლას...
შავბედისაგან შეუბრალებიშენ ვინ გაგწიროს დასავიწყებლად,თვითონ სიკვდილმა შენი თვალებივერ გაიმეტა დასამიწებლად!
ვერ გაიმეტა მიწის საჭმელად,შავ მიწას აღარ დაალპობინა,ჭექა-ქუხილით აქცია ფერფლადდა საქართველოს ზეცას მოჰფინა.
შენზე ამბობენ: ის აღარ არა...მაგრამსხვა ქალთა ვნახავთ ვარდობას,კვლავ ვაჩნაძიანთ მშვენების დარიგამოერევა ახალგაზრდობას.
სხვა სილამაზე გაიფურჩქნებადა რუსთაველზეც სულ სხვა გაივლის...რა ვქნათ, ასეა,ერთი თუ ჭკნება -კვლავ დაამშვენებს მეორე თბილისს!
მას გამოჰყვება შენი მსგავსება,და მისი ტურფა ღიმილის მოწმეს -მშვენიერება აუდგამს ენასდა გაიგრძელებს ლექსით სიცოცხლეს.
დე, სილამაზე იყოს დღეგრძელი!სულ სხვა უმღერებს ახალ ენძელებს,შენ გაგიხსენებს ჩემი ლექსებითდა მერე...ალბათ, მეც მადღეგრძელებს.მაგრამ,ვაი რომ მე ვერ ვუმღერებ,ვინც საქართველოს მოხიბლავს კვლავაც,იგი ღიმილით ყელს მოიღერებსსულ სხვა პოეტთა გულის საკლავად!
1954 წ.