↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნანა. მეშვიდე

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13550 ნახვა

—
იმღერის ნანას, თან აკვანს არწევს,მზეა გარეთაც და მზეაშინაც.მზეა სიზმარში და ნაწვიმარზეცისარტყელების ჩნდება არშია.ექვსი ყვავილი ეზოში ხარობს,იძინე ტკბილად, ნანა მეშვიდევ,სიზმარში ვერცხლის წკრიალებს წყაროდა ოქროს სცვივათ აპრილის შინდებს.შავწარბა ბიჭი მზვარეში დარბის,და ვაჟკაცურად და-ძმის ხმაურშიმამის იერით და მამის წარბითგასცქერის ეზოს ოჯახის ბურჯი...ნანავ, წინაპართ უზრდიათ ოცნი,თქვენი ჟივილი რას გამაბეზრებს,აგერ სამი ძმა ჯიღა ხარს ჰკოცნისჟუჟუნა წვიმით დანამულ რქებზე.თუმცა ნაღველი აწუხებს დედას,მაინც ღიღინებს, ღიღინებს ნანას,შენ, დახატულო მამის კვალზედა,ომსწასულს ასე რამ დაგამგვანა!იავნანაო, ნანაო, ვარდო,ატმის და ნუშის ყვავილში წევხარ,ეჰ, ნეტავ გმირად შენ გამეზარდო,მენახოს შენი დავაჟკაცება...ექვსი შენსავით ვზარდე, ნანაო,ვარდო, გაყრია ცრემლები ნამის,შერჩეს სამშობლოს შენისთანაო,ნანა, მეშვიდევ, ფარ-ხმალო მამის!
1943 წ.თავალდი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი