პოეზია · ლირიკა
ი-ნას
ბიძაშენს მოსწონს ჩემი ნაწერი,მაგრამ არ მოსწონს,შენ რომ მომწონხარ.ის ხომ, ნაამაგ-ნამოღვაწევი,სულ სხვაა, ჩემთვის სიტყვას რომ წონავს.და მაინც მინდა ჩვენ, ძმაკაცები,კვლავ სიყვარულის დაგვწვას კოცონმა...ბიძაშენს მოსწონს ჩემი ნაწერი,მაგრამ არ მოსწონსშენ რომ მომწონხარ.
1996