↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თხოვნა პოეზიისადმი

ხალვაში ფრიდონ

2026-07-181 წთ საკითხავი52774 ნახვა

—
სოფლის დუბეში,პიწკებით და თიხის წებოთიმახსოვს ხუხულა, პაწაწინამ ძლივს რომ ავაგე,თბილი თითებით დედამიწას ვეხვეწებოდი:_ გთხოვ, პოეზიავ,შენი ენით მალაპარაკე.
იმ ხმათა ძებნას სიცოცხლეშივეღარ შევეშვი,რადგან მესმოდა, ეძახოდა მშობელ ალაგებსჩემი წარსული გაზიდული დარდანელებში:_ გთხოვ, პოეზიავ,შენი ენით მალაპარაკე.
თუ ენა იყო დაბორკილი, მიმოკარგული,მაინც თუთქავდა სიმღერებით დედის არაკებს,რომ დამეძახა მერმისიდან ჩემი ქართულით:_ გთხოვ, პოეზიავ,შენი ენით მალაპარაკე.
დაპირებული იყო ღმერთი ჯენეთ-სამოთხეს,დიოდა ჟამი და ანგრევდაწელთა ბანაკებს,რომ საფლავივით დამუნჯებულმკერდს არ აღმოხდეს:_ გთხოვ, პოეზიავ,შენი ენით მალაპარაკე.
რადგან მიყვარდა,დამიწყევლა სიტყვა მაჰმადმა,სიტყვა ლოცვებად რომ აღეპყრათამ ჩემს მთა-ბარებს,ხედავ? _ მოკლული ის სიმღერაისევ აყვავდა!_ გთხოვ, პოეზიავ,შენი ენით მალაპარაკე.
ისევ ბრდღვიალებს დღე ჭოროხზე,როგორც განგაში,ისეთი კარგი, როგორც მტკვარზე,როგორც არაგვზე,ჩავებღაუჭე ამ ატეხილ ქარებს ფაფარში:_ გთხოვ, პოეზიავ,შენი ენით მალაპარაკე.
წამიძეხ, დღეო _ძმა ძმადა მყავს,მშობელი მშობლად,სახელი ტანჯვით წართმეული ისევ დამარქვეს:ძმებო, მადლობა ამ სიყვარულს,ამ ერთად ყოფნას,რომ გადარჩენის პოეზიით მალაპარაკებს.
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი