პოეზია · ლირიკა
თხის რძე
კაპჭანში ჩემთვის წველიდა დედაგაპიპინებულ ძუძუდან თხის რძეს,პაწა კარდალში რძე ისე მღერდა,სულგანაბული უსმენდა სივრცე.
მთელი ზაფხული ისე მიწველეს...და რა ხანია იმ დრომ დამტოვა,ჰოდა, თუმც ბევრი რამე დავწერე,თხას ვერ ვუთხარი ერთი მადლობაც.