პოეზია · ლირიკა
მცხეთის გზაზე
ისევ მაისი, მცხეთის გზა...გვისწრებენ მატარებლები.გზის პირას ინაბებიანყვავილები და პეპლები.
ნეტავ მათ რაღა აშინებთ,მათ ერთმანეთის საფერთა,ნეტავ ვაგონის ფანჯრიდანთვალი ვინ შემოგვაფეთა?
არა, წავიდეთ, დავეხსნათმაგ პეპელას და ყვავილსა,ეტყობა, მათაც რიდი აქვთცნობისმოყვარე თვალისა.
განა მაგათ კი არ უნდათ,მინდვრის ყვავილის სადარო,ბედნიერების ერთი დღეთვალმოუკრავად ატარონ?!
1955 წ.