↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მშვიდობისა

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13544 ნახვა

—
ჩვენს პატარა დიასახლისსნაწნავები შვენის,ზენაქარი მიეპარა,ზენაქარი ჩვენი,შეურხია ოქროს თმები -მოსამკალი ყანა,შავი ზღვის და ლურჯი მთებისსუნთქვით აღაღანა...
შემოჰქროლა და ნაწნავიდაუტოლა ნაწნავს,როგორც ვაზი გასასხლავისარს ააკრა კაცმა!
დარისაა, განა სეტყვის,არ მოუძღვის ავდარს,ლურჯ ჯეჯილებს ნანას ეტყვის,დააპურებს თავთავს...
მე ასეთი ქარი მინდა,განა ქარაშოტი,შორს გრიგალი, მოვარდნილიმუქარით და შფოთით,რომ დააზრობს სამუდამოდ,გახდიდ იავართაჩემს ეზოს და კარ-მიდამოსქცეულს ია-ვარდად.ჩემს პატარა დიასახლისსაუწეწავს ნაწნავს,აყეფდება როგორც ძაღლი,სახეს დაუკაწრავს.
გადაბუგავს ბაღ-ვენახებს,აამტვერებს შარას,ჩამოაქცევს ზეცის თაღებს,ააბღავლებს ფარას....
არა, ჩემი ზენაქარი -ქარი არა სეტყვის,მწამს,იქროლებს მშვიდობისად,მინდვრებს ნანას ეტყვის,ჩაუქროლებს მორიდებითვენახებს და ყანებს,შავი ზღვის და თეთრი მთებისსუნთქვით აღაღანებს!
1954 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი