↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მცირე ელეგია მამისათვის

რატიანი ზვიად

2026-07-181 წთ საკითხავი7609 ნახვა

—
აი, ეს ხეა მამაჩემი.გაგიკვირდა?მუხას ელოდი?არა, ეს ხეა მამაჩემი,ეს ტანწვრილიდა არც ისე ხანდაზმული,რომელსაც ფხიზლად ძინავს ზამთარშიდა გაზაფხულზე პირველივე სითბო აღვიძებს.ის არ ჩრდილავს ნახევარ ეზოს,არ აბნელებს დანარჩენ ხეებს,მისი ჩრდილი მსუბუქია და თვინიერი –მას შემოდგომის სუსტი მზეც კისულ ადვილად ატრიალებს ღერძის გარშემო,ხოლო ზაფხულში, როცა ჩვენკენ უზომოდ ცხელა,მისი ჩრდილი, მეტს თუ არა, ხუთ-ექვს ჩვენგანს ნამდვილად იტევსდა ჩვენ ეს გვყოფნის. მეტი არც ვართ.მეტი არც გვინდა.

რატიანი ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი