↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა

რატიანი ზვიად

2026-07-182 წთ საკითხავი7597 ნახვა

—
მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერამათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლშიდა ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა -ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს.ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრეღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა; და ვინცმზის პირველ სხივებს, როგორც ფილმის მოსაწყენ ტიტრებს,ისე აჰყურებს. ვისაც სძულს და ვერა თმობს მაინცთუნდაც ერთ წარსულს, უმახინჯესს. ჰოდა მიმღერეშენი ხმამწარე იავნანა - მათთვის, ვინც ღმერთზემხოლოდ ის იცის, რომ ახლოა, და ვერ იყენებსმისკენ მიმავალ ვერცერთ რწმენას, არადა ეძებს.მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენიკანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლაღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენითცივი სახლისაკენ; იმისაკენ, რასაც ჯერ სახლადნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო,რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს ჭირდება ჯერაც;სჯერა, რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ,მით უფრო მშვიდად დაიძინებ. რატომღაც სჯერა.(იმღერე მისთვის, ვინც თავისი ნახა საფლავიდა თითქმის გული აუჩუყა წარწერამ ნიშში.სახლებს ანგრევენ, ზღვებს აშრობენ, ტყეებს კაფავენ,მან კი ვერაფრით მოიკვეთა სიკვდილის შიში.)მიმღერე შენი იავნანა, შვების სიმღერამისთვის, ვინც ლიფტის წითელ ღილაკს დილითღა აჭერსდა მერე სამჯერ წარმოიდგენს, როგორ იღებალიფტის კარი დ ვიღაც როგორ დაახლის სამჯერსახეში ტყვიას. ვინც საკუთარ გასისხლულ სახესდა აყმუვლებულ ჭირისუფალ ძაღლებსღა ფიქრობს,როცა კანკალით დილისპირზე სახლის კარს აღებსდა გაუხდელად მიეგდება; და რათა იკლოსძილგამძლე ფიქრმა, ყვავილს ხატავს ბალიშზე თითითან წარმოიდგენს, რომ დალია აბი საძილე,ან თავზე საბანს წაიფარებს, ან კიდევ ითვლის,ან ცდილობს, თავი მოუყაროს ლექსის ნაწილებსდა გრძნობს, რომ სისხლი თვალებიდან აღარ იღვრება.აღარც ცრემლები. მხოლოდ შიში, დაღლა და შიში.მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერამათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ეფლობა ძილში.

რატიანი ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი