↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამშობლოვ!

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20077 ნახვა

—
მე დაჭრილი ვარ ათას სურვილით.და ოცნებისთვის ზღვაც კი მცირეა, ―მწამს სიყვარული შმაგი წყურვილით,და გულიც მისთვის შემიწირია!სამშობლოვ,ისევ შენ ხარ პირველი!ტორტმანებ გულში, როგორც მეწყერი...შენი, შენდამი ვარ შემწირველი,მღაღადებელი, ლექსით მეტყველი!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი