↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ჩვენი საზღვრები გადმოილახა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95283 ნახვა

—
ჩვენი საზღვრები გადმოილახა...გზა იწვის, იწვის.მჭედელმაც ბრძოლა გზად დაისახა,ის გაიწვიეს.
ის თავის ქურას ხვალ მოშორდება.საკინძ-გახსნილი,გავარვარებულ ლითონს სცემს უროს,უკანასკნელად.
ძალას ედრება რაღაც ზესთა-ზეს.მკვიდრი, ლიტონიმზერით დამწველი აგვისტოის მზესაგავს ლითონი.
ფიქრი შუბლიდან გადაიყრება,ხელი ხმალს სჭედავს.ხანდახან განზე გადაიხრება:ყვავილს დახედავს.
გახსენებათა ფურცლების შლილისდრო არ იცვლება:გადავიწყება იმ ქალიშვილისარ შეიძლება.
შემოდის მძიმედ მამა მჭედელი.- „აქ მომე, შვილო,გადმომეც, შვილო, მე შენი გრდემლი,არ შემეცილო!
ომის დაწყების წელიწადიადა შენაც წახვალ,იცოდე უნდა, რაც მე მწადია,რაცა მაქვს ზრახვა.
მე აქ ვიქნები შენი შემცვლელი...გახსოვდეს, რომააქ ჩვენაც გვმართებს, თქვენი იქ მცველი,გმირული შრომა“.
ასაღამოვდა; მას, მსგავსებას მზის,შუქთ დასასკვნელად,ქალიშვილს ჰხვდება არა მრავალგზის -უკანასკნელად.
გამოხედვაში მშვიდი ღიმილისმზე ჰბურავს თვალებს.ნისლთ სიმსუბუქის, გაყრის სიმძიმისხსოვნა კანკალებს.
უმეორებელთ ნაწნავთა იმათმთელი გენიამთრთოლვარე გულზე ჩანჩქერთა წვიმადჩამოფენია.
ო, მშვენიერთა, ელვარე თვალთაგრძნებით თოვებაამხელს, ვით უმძიმს ქალს მის ძვირფასთანგამოთხოვება.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი