↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საიმქვეყნიო კოპწიაობა (მთარგმნელი: გივი გეგეჭკორი)

გოტიე თეოფილ

2011-08-121 წთ საკითხავი357 ნახვა

—
როცა მოვკვდები, ვიდრე მიმავალსდამიჭედებდეთ კუბოს ლურსმანით,კარგი იქნება, ფერმკრთალ ყვრიმალებსთუ ცოტაოდენ ფერს წაუსვამდით.
მე მსურს, ისეთი, შენ რომ გამიცან,ვიყო, მიწაში როცა ჩავწვები,წარბზე ფანქარი რომ გადამისვანდა ვარდისფერი მქონდეს ღაწვები,
ვიცი, სუდარა მელის უხეში,მაგრამ მე მინდა უსპეტაკესირომ დამეფინოს შიშველ მუხლებზემუსლინის კაბის ყველა ნაკეცი.
გამორჩეული ვიყავი იმითდა მიმზიდველი როგორც ნახატიროცა პირველად მაჩუქე ღიმი...აქამდე მქონდა და ვინახავდი.
ვიტყოდი უარს დიდი ხალისითთვით ყვავილებზეც, ცრემლიც მაკმარეთ,მხოლოდ დამიდეთ თავქვეშ ბალიშიდა ჩემი თავი ანდეთ მაქმანებს.
ვერვინ მიხვდება ვერც ვარაუდით,სიგიჟეს შუბლი ვით შევაგებეთდა გონდოლების გრძნობდა მაუდი,რომ მიკოცნიდა მკერდს და ბაგეებს.
და ბოლოს, მინდა, ვით მეგობარიჩემს გაყვითლებულ ხელებს საკუთრადკრიალოსანი ანდოთ ოპალისრომელიც რომის პაპმა აკურთხა.
მე ბინადარი ცივი სასახლისიმ კრიალოსანს ვიხმარ მოცლილიდა გავიხსენებ იმ ლოცვასავითროგორ ითვლიდი, როცა მკოცნიდი.

გოტიე თეოფილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი