↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

***დღეები დღეებს გვანან

ღლონტი ვახტანგ

2019-02-131 წთ საკითხავი5138 ნახვა

—
დღეები დღეებს გვანან,როგორც ფიფქები ფიფქებს.ყველაფერს ბოლო აქვს დადარდსაც ეშველოს იქნებ!დაცარიელდა გული,მოჭრილი არის გზები,არ შემიძლია ვწეროლექსი ძველებურ გზნებით.მიწყდა მუსიკის ხმები,არც შუქი მოციმციმე.არაფერია, ვხვდები, -ცარიელ გულზე მძიმე.დღეები დღეებს გვანან,ფიქრები გვანან ფიქრებს,ყველაფერს ბოლო აქვს დადარდსაც ეშველოს იქნებ!ვედრებაღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულს,იქმენ კაცთა გლოვის მონაწილე,ყველა დავრდომილს და ატირებულს,ლხინი გაუმრავლე, ჭირი მოაცილე.ბედის თვალია თუ ბორბალია,ერთხელ ჩვენს სახელზეც დააბრუნე,ყველა გადახვეწილს (საბრალოა!)დედა მოაგონე, სახლში დააბრუნე.კვირას ნუ ჩაარქობ გაჩაღებულს,ვისაც წამწამები შეუსველე,ყველა უბედურს და წყალწაღებულს,ღმერთო, შენ უშველე...ღმერთო, შენ უშველე...
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი