↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთავარი მაინც მამული არის!

ჩარკვიანი ჯანსუღ

2026-07-181 წთ საკითხავი3040 ნახვა

—
ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენს მწვერვალებსჩვენს შორის ვინმემ გადაუფრინა,ვერ დავიჯერებ, იყოს მძლევარი,იყოს მძლევარი, გარდა უფლისა.ახლა ვინ არის ასე მცთომარე,ასე მცოდველი და მჩემებელი.მოდის თამარის სავსე მთოვარე,მე უნდა მისი დავრჩე მხლებელი.ვერ დავიჯერებ, რომ შენს მთაწმინდასარ ჰქონდეს მაინც კაცის ნაკვლევი...მაშ, რაც წყვდიადში უცებ გაბრწყინდა,სწორედ ის არის შენი სამკელი.სწორედ ის არის შენი ნალხენიდა თუ მძლევარი ფეხდაფეხ მოგდევს,იქ უნდა ჰპოვო შენი სახელი,ბოლოს და ბოლოს იქ უნდა მოკვდე.და თუ გიმტყუნებს თვალი ტიალი,და თუ გიმტყუნებს მთვარე თამარის,მთავარი მაინც მამული არის,განსაცვიფრებლად არის მთავარი.
ჩარკვიანი ჯანსუღ

ჩარკვიანი ჯანსუღ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი