პოეზია · ლირიკა
შენთვის
დღეს შენი დღეა... და ამიტომაცმე ვერ დავრჩები შენთან უბარი...თუმცა ვერ შედგა ჩვენი თანხმობა _ვერც _ დიალოგი, ვერც _ საუბარი...ჩემი სიჩუმის წამიც დამდგარა,არაფერს შევცვლი...იყოს, რაც არის...მე საშიში ვარ ახლა, რადგანაცგადამდები ვარ, როგორც ხანძარი.ვერ მოგიბეზრე...შენი დუმილითისევ მოვქარგე ჩემი ცხოვრება,ვერ ამოგაშრე და ყველა სიტყვალექსებში ისევ მევიწროვება.შენ ამ სიტყვებსაც,როგორც ყოველთვის,არ დაიჯერებ, მტანჯავ ეჭვებით...მე კი არ ვიცი, რატომ და რისთვის,მაგრამ ვერასდროს გადაგეჩვევი...დღეს შენი დღეა და ფურცელს ვავსებ,ანდა, უბრალოდ, შენთვის ვარაკობ...დღეს შენი დღეა და მინდა ასეგათენებამდე გელაპარაკო...