↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ულევი, უანგარიშო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
ულევი, უანგარიშო,შიშისგან ჟრჟოლით ამტანი,შენს არემარეს, პარიჟო,აშუქებს კაფეშანტანი!
ღამე თრთის, ვით კორმორანი,ნისლის იშლება ჯეჯილი.სფინქსებთან ჩხავის ყორანიბრმა, კოჭლი, ხმაჩახლეჩილი.
პოეტი ზოგი შხამიანსხმას - აღმოჩენას ადარებს,მაგრამ, თქვი, ბრმა ადამიანსამნაირს რა შეგვაყვარებს?!
ულევი, უანგარიშო,შიშით და ჟრჟოლით ამტანი,შენს არემარეს, პარიჟო,აშუქებს კაფეშანტანი!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი