↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი დის, თაიას ხსოვნას

დაიაური გელა

2026-07-183 წთ საკითხავი4582 ნახვა

—
სარჩევი 3
  1. 3
  2. 4
  3. 5
1
კვლავ ცოცხალი ხარ, მგონია,გელი, უშენოდ ვწუხდები.თურმე რა მოკლე გქონია,დაო, სიცოცხლის წუთები.
ცხრა წელსა სტკეპნე გზა _ ვიწრო,უმანკო, ნორჩმა იამა.ვაი, რაღა შენ მოგისწრო,ავად ნასროლმა ტყვიამა.
ტყვიას თან მოჰყვა სიკვდილი,ცრემლები, თვალის სისველე.ცას შესწვდა შენი კივილი,_ `ვაი, მამიკო, მიშველე!~
სიკვდილთან დარჩი ეული,ვეღარც რომ მამამ გიშველადა ეგ უმანკო სხეული,მყის სისხლმა ჩამოგისველა.
რომ ვერ გიშველა ვერც მამამ,სიკვდილს მარტომ ვერ დაძლიე,ვერ მოგისწარით დედამ, ძმამ,სული დის ხელში დალიე
გზა სამოთხისა დაიწყო,ჩვენ კი გლოვაც ვერ გვიშველის.ალალი იყოს, დაიკო,შენთვის, დაღვრილი ძმის ცრემლი.
წარწერა თაიას წყაროზე
2
თაი, გულები გვიკვდება,გვახრჩობს დარდი და ცრემლები,რომ წყლული არ მოგირჩება,რომ ვეღარ მოგეშველებით.
ღმერთმა სიწმინდე გაკურთხოს,გასვას სამოთხის ფიალა,დაე, ამ წყარომ განკურნოსეგ ნატყვიარი იარა.

3

მახსენდები და მათოვს ტკივილიშენი სიკვდილი არა, არ მჯერა,კვლავ თვალწინ მიდგას შენი სიცილი,სიკეთით სავსე, გულთბილი მზერა.
შენ მძიმე შრომა დაგქონდა მხოლოდდა ცხოვრებაში ვერ გაიხარე,ბოლოს ბრმა ტყვიამ მოგიღო ბოლო,სიკვდილის წუთიც შენ შეგხვდა მწარე.
ვქარგავ სტრიქონებს, მახრჩობს ცრემლები,ნუთუ ვერასდროს ვერ გნახავ, დაო,დარდით და ბოღმით განახელები,დავფიქრდები და ფიქრებთან ვდაობ.
ასეთი გლოვა ჯერ არ შობილა,გულში არ დარჩა ლხენის ალაგი.ხომ არ ჯობს, კაცი იყოს ობოლი,არც და _ ძმა ჰყავდეს, არც ამხანაგი.

4

ტყვიამ თქვა, არ მოერიდა,ამბავი გასაოცარი,რომ თურმე ამიერიდანდაო, აღარ ხარ ცოცხალი.
დისა და დედის ქვითინმა,მითხრა, _ განგება არის ცის,რომ ავკაცმა და სიკვდილმა,ავი და კარგი არ იცის.
შენს ღიმილს ვეღარ ვპოულობ,მივხვდი, კარგად რომ დავფიქრდი,რომ დაო, ტყვიით მოკლულო,მოსაგონებლად გამიხდი.
ქვამ საფლავისამ, ეს თავად,მითხრა ახალი ამბავი,რომ კიდევ ერთ სალოცავადგამიჩნდა შენი საფლავი.

5

დაო, ტანჯულო, ბავშვობაც კი რომ არ გინახავს,რაღა შენ გპოვა სასიკვდილემ, ტყვიამ წყეულმა.დედის და დების ტანსაცმელის ფერი თალხია,მამის და ძმების თვალში სევდა ჩამორხეულა.
ნუ გეშინია, მანდა გყვანან, არ მოსწყინდები,სულების ღმერთი სამოთხეში ლოგინს გაგიშლის,აქ უფროსი დაც ახლოს გიწევს, ერთად იქნებით,პაპა და ბებო მოგივლიან თავის შვილიშვილს.
მე რა ვქნა, როცა უშენობა უღვთოდ მაოსებს,მახსენდები და ბოროტ სიკვდილს პირში ვაფურთხებ,ყოფით დაღლილი ამოვდივარ სასაფლაოზედა თვალებიდან დაცურდება ცრემლები მწუთხე.
დაიაური გელა

დაიაური გელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი