პოეზია · ლირიკა
ძვირფასო ხევსურზე აუგი არა თქვა
ძვირფასო ხევსურზე აუგი არა თქვა,თორემა სტრიქონთა დასით,ყივჩაღი ყაჩაღი დაგხვდები არაგვთან,ნისლივით დაგკარგავ მთაში.თორღვაის ციხესთან მარჯვენის იმედად,ვიქნები რად მინდა რაში.მკრთალ სხივებს მთვარისას აგიგებ კიბედადა ისე წაგიყვან ვაჟი.წაგიყვან სხვანაირ სილაღეს გაჩვენებ,სხვა ჩეროს, სხვა მზეს და გრილოს.არც ეგრე ცუდი ვარ, თუ კი შენც გაუგებამ ჩემ გულს დატანჯულს ტკბილო.დალალებს დაფერავ მნათობის ალითა,რაყიფად მომირეკ ჯიხვებს.დობილად შუნ-ჯიხვი მოგივა კრძალვითა,ძმობილად თორღვაის ციხე.მუსიკად მოისმენ ჩანჩქერის ჩხრიალსა,თუ გინდა შურთხის ხმას არჩევ.საჩუქრად მოგიტან ბროლსა და იასადა ქისტის მოკვეთილ მარჯვენს.სტუმრად კი ნისლი და ნიავი გვექნებადა ქუში კოშკების რიგი.ხან ბარსაც ვიხილავ და ისიც ნებნებამომხიბლავს ათასი ხრიკით.მერე კი სილაღე გაქრება ლურჯასი,თმებში რომ იფეთქებს თოვლი,შენ მაინც ამაყად გაივლი ქუჩაშიხევსური პოეტის ცოლი!