↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხევსურთა ღრეობა

დაიაური გელა

2026-07-181 წთ საკითხავი4581 ნახვა

—
ღამეა, ვქეიფობთ, პირქუში ხეობაეძლევა საოცარ ძილსა და სვენებას,შეგვერგოს, შეგვერგოს დღეს ჩვენ ეს ღრეობა,არღუნი რომ აძლევს ბანსა და მშვენებას.
დაასხით არაყი! ეს ერთიც დავლიოთ,დე, სული მივიდეს სიგიჟის კარამდესიმღერით რომ შევხვდეთ კიდევ ერთ ალიონს,შავ ღამეს აქამდეც ხომ ბევრჯერ ვზარავდით.
განა ბევრს დაგვაცდის ცხოვრება ტიალიხევსურეთს ჭირ-ლხინი ერთმანეთს აბია -ტირილი, ღრეობა, ხანჯლების ტრიალისისხლი და სიმღერა, შუღლი და კაფია.
დაასხით! დავლევ და გიჟივით ვიცეკვებ,შევეშვათ ჭირსა და სიკვდილზე ლაყბობასწინაპართ ჯიში გვაქვს - ალგეთის მგლის ლეკვებსფეხებზე ეკიდათ ყოფნა და არყოფნა.
დაიაური გელა

დაიაური გელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი