↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიტყვების უქონლობის გამო

ხარანაული ბესიკ

2011-08-123 წთ საკითხავი6019 ნახვა

—
ნუ დამირეკავ, დედი,დედი, ნუ დამირეკავ!..ჩემთვის ისე ძნელი არის თავის აწევა,ტელეფონთან მისვლა,შენი ხმის გაგონება...ნუ დამირეკავ, დედი,დედი, ნუ დამირეკავ!..
რას გვშველის ჩვენ ეს საუბრები,ძველი ფურცლები...შეგონებები, დაწერილი ლამაზი ხელით,წარსულის მითიდა ოდესღაც ნათქვამი ფიცი...ნუ დამირეკავ, დედი,დედი, ნუ დამირეკავ!..
განა ჩიტს უკან უბრუნდებათვისი სიმღერა?!მე ავადა ვარ, სისულელით, ჩემი ზნისაგან,რადგან, ყოველთვის, როგორც ოქრო, მეზოგებოდაჩემი თავი - ჩემივ თავისთვის...ნუ დამირეკავ, დედი,დედი, ნუ დამირეკავ!..
მე არა ვჩქარობდავეთხოვო ჩემს სისუსტეებს,რადგან სანაცვლოდარავინ მომცემს უკეთესს, ვიცი,და სიზმარსაც არა ვცვლი ცხადში...ნუ დამირეკავ, დედი,დედი, ნუ დამირეკავ!..
მე მომესაჯა სიცოცხლე დამეც მშვიდად ვიხდი,ზრუნვა და წყენაკარის ზღურბლთან მელოდებიანდა მეც ვაპურებ,მაგრამ განა მშვიდად ვარ მართლა?!ცხოვრება ჩემი საქმე არ არის.
შენ ის დრო გახსოვს,როს ისეთი ოცნება მქონდა,ასრულება და ახდენა რომ არ სჭირდებოდა.განა ვუნდივარკვლავ გუბის წყლებს და ხეკაკუნებს?..ნუ დამირეკავ, დედი,დედი, ნუ დამირეკავ!..
ეს შენა გსურდა,რომ პოეტი ვყოფილიყავი,ეს შენ დამბადე მე პოეტადდა რომ იცოდე,როგორი ძნელი რამ ყოფილა რომ იქცე იმად,რისთვისაც გაჩნდი,რისთვისაც ხარ ამ ქვეყანაზე!..
შენ ის დრო გახსოვს,როცა შენი გულის საამოდვუწერდი ლექსებსჩვენი ფანჯრის მეწამულ მთვარეს,მაგრამ მე განა ის ლექსები გულს მიფონებდა?
მე ხომ ლექსი კი არ მინდოდა -რამე ისეთი,რომელიც ყველას ნუგეშსა და შვებას მოჰგვრიდა,შურს იძიებდა კაცი რითაც ამ ცხოვრებაზე,რითაც დაკარგულს შეივსებდადა ცრემლს დაცლიდა...ნუ დამირეკავ, დედი,დედი, ნუ დამირეკავ!..
მე ვწერ მშიერი ფურცლისათვის.გინახავს განა,რომ ეჭვი ახლდესსარეცხ ფხვნილის სრულქმნილ რეკლამას?ჩემი საქმე კი ეჭვთან არის დაწყვილებული...ნუ დამირეკავ, დედი,დედი, ნუ დამირეკავ!..
იმას ვცოტაობ, რომ ნერვები გამშიშვლებია,და იმას ვნატრობ, რომ საერთოდ არ მქონდეს კანი,რომ უფრო მძაფრად ვიგრძნო ქვეყნის ყველა წვრილმანი,ყველა ნემსი, ყველა წამწამი...ნუ დამირეკავ, დედი,დედი, ნუ დამირეკავ!..
განა პოეტი არ შეჭამეს თვისმა ლექსებმა?რა მკვლელი უნდა იმას, მითხარ, რა მოშურნალი,როს ლუკმა-ლუკმამიაქვთ ლექსებს მისი გულ-ღვიძლი...ნუ დამირეკავ, დედი,დედი, ნუ დამირეკავ!..
შენს დედურ სიბრძნეს დაჰკარგვია ერთი ფურცელიდა ვერ მპასუხობ, თუ ვინ მიმცა ოთხივ სტიქიასდა ლექსის წერა დამაკისრა მკაცრი პირობით:რომ მწვანეზე არა ვთქვა - „მწვანე"...ნუ დამირეკავ, დედი,დედი, ნუ დამირეკავ!..
მე დავიკარგე მთელი ქვეყნისყველა სახლისთვის,ყველა გულისთვის,ყველა მყუდრო ბალიშისათვის,მე დავიკარგე და შორიდან ვხედავ ჩემს პერანგს,უპატრონოდ ქარში დარჩენილს...
და ნუ დამეძებ, ნუღარ მანჯღრევ, მე ავადა ვარ,ერთი დღე, ერთი წელიწადი, ერთი სიცოცხლეცოტა არიან იმისათვის, რომ სხვაგან ვიყო,მე შენთანა ვარ, შენთან ვიყავ,შენთან ვიქნები...ნუ დამირეკავ, დედი,დედი, ნუ დამირეკავ!

რაც მოიწყინე, მას თავიდან ვეღარ მოიწყენ

რაც მოიწყინე, მას თავიდან ვეღარ მოიწყენ,და ახალი მოსაწყენი უნდა ეძიო,ერთ მოწყენაში ორჯერ ვერ შეხვალ,ვერც სიყვარულში,და ახალი განსაცდელი უნდა ეძიო.
კოკას ვსება უნდა თავიდან,უნდა ტოპო ახალ-ახალში,ახალი ლოდი უნდა დადო,უნდა დათვრე ახალი ღვინით...რაც მოიწყინე,მას თავიდან ვეღარ მოიწყენ,და ახალი მოსაწყენი უნდა ეძიო.
ხარანაული ბესიკ

ხარანაული ბესიკ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი