პოეზია · ლირიკა
ფშაური მზის ნაბიჯები
1
ისევ აფრინდნენდედულეთის ნახნავებიდანლურჯი ყვავები,ნისლიანი სივრცეებით გაბეზრებულნი.
დამეხსენი, დამეხსენი, გემუდარები.
დამისხი, ფშავლის დედაკაცო, შენი არაყიდა მითხარი: ”შე ჩემთავმკვდარო”.ამ სიტყვისთვისაქ მოვსულვარ, როგორც წამლისთვის.დამისხი, ფშავლის დედაკაცო,ოღონდ ნუ მეტყვი,რომ უცხო ვარ,რადგანაც იქ,საიდანაც გამოვიქეცი,ვთქვი, რომ მივდივარ ჩემს მხარეში,ჩემს ქვეყანაში.დამისხი,ფშავლის დედაკაცო,შენი არაყიდა მითხარი:”შე ჩემთავმკვდარო”.
ვიღაცა ფშავლის ფოთლებსა სწვავს გომურის გვერდით.
გამიშალე,გამიშალე, ჩქარა, ლოგინი!მე მინდა მოვკვდეჩემს ადგილზე,როგორც მებრძოლი.და ისე,როგორც გუზუმბათზედაჭრილი ტახიეთხოვება წიფლის შიმელებს,მე მინდა,მინდაყველა საკრავს შევახო ხელი,გამიშალე,გამიშალე,ჩქარა, ლოგინი!დამისხი,ფშავლის დედაკაცო,შენი არაყიდა მითხარი:”შე ჩემთავმკვდარო”.ამ სიტყვისთვის აქ მოვსულვარ,როგორც წამლისთვის...მე ვარ მამალი,შენ რომ მიმხატე ჭრელ ფარდაგზე,მომწყინდა და ძირს ჩამოვფრინდი.
2
ისევ აფრინდნენდედულეთის ნახნავებიდანლურჯი ყვავები,ნისლიანი სივრცეებით გაბეზრებულნი.
დამეხსენი, დამეხსენი, გემუდარები.
სუყველა მაღლა იყურებამწყალობელ მზისკენ,ჩვენ კი, ჩვენ ორნი, აქ იმიტომ ვართ,რომ არ მოკვდეს, არ დაიკარგოსნუგეშის სიტყვა მოყვასისთვის:”შე ჩემთავმკვდარო”.
სუყველა მაღლა იყურებამწყალობელ მზისკენ.
ჩვენ კი, ჩვენ ორნი,ვდგავართ ხოლმე ხიდის ყურესთან,დავდივართ ხოლმე მოედნებზე,სავსე ქუჩებშიდა ვდუდუნებთ: შე ჩემთავმკვდარო,შე ჩემთავმკვდარო,შე ჩემთავმკვდარო...
მე ვარ მამალი,შენი ჭრელი ფგარდაგიდან გადმოხვეწილი.
3
სულაც არ ვგრძნობდი უცხოობას მე ამ ქალაქშიდა მისი მტვერი ჩემთვის მტვერი არა ყოფილა.მეც მოკლე თოკით,მოკლე თოკით ვიყავ მიბმულისამსახურზე და ოჯახზე,ოღონდ... საოცრად,ურცხვადგრძელდებოდა ხოლმე ის თოკი,როდესაც ვსვამდი,ანდა როცა ვოცნებობდი განმარტოებით.მაშინ,მე მაშინარა მარტო ვუსწორდებოდიყველას, არამედმათ კიდევაც ვაჯილდოვებდი.
და მე შენთანაც მოვდიოდი,გვერდს გიჯდებოდი.მაგრამ მითხარი,მიპასუხე,მაშინ, როდესაცშენ მიუტანე ცეცხლი სხვებს დაწინ დაურგეაყვავებული ატმის ნერგივით,ნუთუ იმ ცეცხლის ნაპერწკალიც არ დაიტოვე?
მე გამკენკეს და გამიტანეს ხარბმა ქათმებმა.