↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დღეს ამ ცხოვრებას

ბარბაქაძე ცირა

2009-08-121 წთ საკითხავი1668 ნახვა

—
დღეს ამ ცხოვრებას სახელი ვერ შევურჩიე...მოდი და შენ დაარქვი...ცხოვრება, სახელად...არ ვიცი, არ ვიცი...ჩემი სიტყვები ჩემზე ძლიერია...მაგრამ ხანდახან და უფრო ხშირადსიტყვები მეკარგებადა ვცდილობ მოვძებნო შენში ჩაძირულჩემს თავში...გამოატარე... გთხოვ, გამოუშვიტყვედქცეული ჩემი ბგერები...შორს არ წავლენ,მხოლოდ აქვე... სულს მოითქვამენდა მზის ჩასვლამდეისევ შენში დაბრუნდებიან...როცა შიგნით რაღაც ღრმად,ძალიან ღრმად გეტკინება...ეს მე ვიქნები...ხმადაკარგული და შეკუმშული -ცხრაკლიტულში გამოკეტილი...ჩემი სიტყვები ჩემზე ძლიერია...მაგრამ ჩემი სიტყვები შენი ტყვეებია!ჯერ სიტყვებად რომ არც ქცეულან...არ მყოფნის შენი გამოწერილიფერადი სიზმრები,რომლებიც მორიგეობენ,ცხოვრება რომ არ გამიხდეს ერთფეროვანი...დავიკარგე...მაპოვნინე...შენში დაკარგული საკუთარი თავი.
ბარბაქაძე ცირა

ბარბაქაძე ცირა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი