↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * როგორც თქვენთვის ცნობილია

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი26991 ნახვა

—
როგორც თქვენთვის ცნობილია,როგორც მოგეხსენებათ,ვერც ჭორებმა შეგვაცდინეს,ვერც ბოროტმა ენებმა;როგორც ვამბობთ,როგორც ითქვაანუ როგორც იტყვიან,ერთადერთი პასუხი აქვსმერმისს ათასკითხვიანს;როგორც არაერთხელ გვითქვამს,როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,ფრთიან სიტყვას დროზე უნდასტაცო ხელი აღვირზე;როგორც ვიცით,როგორც იცითანდა როგორც იციან,როგორც ხშირად მიგვანიშნებსმკაცრი ინტუიცია;როგორც ადრრეც მოგახსენეთ,როგორც ბრძენი გვასწავლის,როგორც კარი გვიდასტურებსსამოთხის და აღსავლის;როგორც გვირჩევს შედარებაძველისა და ახლისა,როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დაროგორც ქვემოთ აღვნიშნავთ...1981
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი