↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * რაც უნდა იჩალიჩო

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი26988 ნახვა

—
რაც უნდა იჩალიჩო, რაც უნდა იბობოქრო,მაინც იელვებს თმებში თითო-ოროლა ვერცხლი;დაისადგურებს სულში სიცივე გამთოშავი,შორს, თანაგრძნობის ნიშნად,მთა გამოჩნდება თეთრი;გააჩახჩახებს წყვდიადს ანკარა იალბუზი,აკრავს გუდა-ნაბადს დიდი ჩრდილების სპილო;და თუკი მთვარემ ზეცა მოაშარავანდედა,დაგესიზმრება ისევ შენზე უმცროსი მამა.მერე გაკაწრავს სიზმარს უცნობი მეტეორი,ერთი და მხოლოდ ერთი, ღმერთივით ერთადერთი.აგიყოლიებს ცისა და მიწის საქანელა:მალე, მალე და მალე! ჩქარა, ჩქარა და ჩქარა!თუნდაც შეგიკრას გზები ათასმა არამზადამ,ვერავინ დაგიჭერს და ვერავინ მოგერევა.მოიცელება ყველა, როგორც კაცუნა ტირის,და ამღერდები, როგორც თავისუფლება მღერის.მოვლენ, ვისაც კი შენი ამბავი შეუტყვია,რომ მოგახალონ ერთად ათი ათასი ვარდი.1976
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი