↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * რაკი წარსულს გადახედე

ჯავახაძე ვახტანგ

2020-08-121 წთ საკითხავი27129 ნახვა

—
რაკი წარსულს გადახედე,ცოტა უნდა გათავხედდე,ვიდრე თავხედების ურდომამულს გაგიპარტახებდეს.გადახედე გადასახედსდა პირჯვარი გადასახე,თუ სულხანს ვერ გააგონებ,სულხან-საბას გადასძახე.ბერი მირონს ამირონებს,ერი მერანს ამერანებს,ვინც დააბა, ის აუშვებსამირანს და ამირანებს.შენც შეგეძლო გედავა დაგეთავა და გეთამადა -ყოვლის მიუხედავად დაუკან მიუხედავადაც.წინ სამიზნე ჩინარიადა მძინარე მდინარეა,უკან აღარ მიიხედო:წინაპრებიც წინ არიან!
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი