პოეზია · ლირიკა
პაპიჩემის ანდერძი
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
შვილო, რად სტირი ნეტარა,რა უბედობა გეწვია?ჭირში ყოფნის დროს გაძლებამუდამ ვაჟკაცის წესია!ვაჟკაცს არ ჰშვენის ცრემლის ღვრა,ქვითინი დიაცურადა.მტერს ხმალი უნდა საფთხულად,კვალზედ მიყოლა მგლურადა.აგრემც ექმნები პაპაშენსდღეგრძელიო და სრულიო,ნუ დაისვენებ, ებრძოლემტერს, მინამ გიდგა სულიო.შვილო, მეც ეგრე ვიყავი,ეგ არის ჩვენი რჯულიო.
1886 წ.