↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ომის წინ ჯარის სიმღერა

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2015-05-131 წთ საკითხავი10825 ნახვა

—
გული გავლესოთ გრძნობითა,საცაა დაჰკრავს ნაღარა;ერთი დავსძახოთ ქართულად,ხვალ არ გვეცლება, აღარა;ხვალ გვინდა ცემა მტრისადა,ხმლის ქნევა, ფარის ფარება,შავის, შავხალის ხანჯრისამტრისად გულ-ღვიძლში ტარება,სისხლის სმა ღვინის მაგივრად,ცხენთა ფიცხელთა მალება.დაე, იტირონ დედათაშვილთა ლაშქარში წასვლაზე:ან ვისახელოთ, ან გავწყდეთომში პირველად ჩასვლაზე.იხილოს მიწამ მშობელმა:გული გვაქვს პაპათეული,სისხლი გვიფუის ძარღვებში,სისხლი ლაშქრობას ჩვეული,მკლავიც გვაქვს შამქორს ნაცადი,არა ვართ გამორჩეული!
1888 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი