↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ობოლი

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2011-06-123 წთ საკითხავი21096 ნახვა

—
“აღარც დედა მყავს, არც მამა,აღარც ძმა, აღარც ბიძები,სულ დამელია თვის-ტომი,ტყის ნადირივით ვიზრდები.
ტან-ფეხ-შიშველი დავდივარ,ნამტირალევი, მშიერი,მუხთალი რამა ყოფილაწუთისოფელი ცბიერი!”
ამას ფიქრობდა ობოლი,მიდ-მოდიოდა ველზედა;აშტერდებოდა ყვავილებსმტირალი თავის ბედზედა.მოფრინდა ჭრელი პეპელა,ობოლს დააჯდა ხელზედა.
მოუყვა: “დაო პატარავ,ვიზედა სტირი? რადაო?მეც ობოლი ვარ, გენაცვა,თუმცა მშობლები მყავდაო;აღარავინ მყავს მოწყალე,გამიქრა, დამეკარგაო.მაგრამ არ ვსტირი, ვნავარდობ;ტირილი რაში ვარგაო?მზეს ვუჭვრეტ, ვსუნავ ყვავილებს:იას, ყაყაჩოს, ვარდსაო!ბულბულის სტვენას ყურს ვუგდებ,მითი ვიქარვებ დარდსაო.ობლებს ტირილი რას გვიშველს,რას შევეყრებით კარგსაო?მოდი, პეპელად იქეცი,ვიფრინოთ მთა და ბარსაო!”
იმ დროსვე გამოცუნცულდაჯაგიდან კურდღლის ბაჭია:- “რამ შეგაშინა, დობილო,სახე რად დაგიპრანჭია?სამ დღეს მივლიდა მშობელი,მას შემდეგ სადღაც გამიქრა.ბნელაში დავრჩი, ვტიროდი,რაკი სანთელი ჩამიქრა.მაგრამ არ მოვკვდი, ხომ მხედავ?”ბაჭიამ კისერს ასწია,აწკაპუნებდა ყურებსა,თან ტიკტიკობდა პაწია:- “უდედოდ გამოვიზარდე,მოვლა ვისწავლე თავისა,ბალახის ძოვა, წყალის სმა,მტერზედ დაჭყეტა თვალისა.მეც ობოლი ვარ თქვენსავით,მშობელი აღარ მყავისა!ვენაცვალები მინდვრებსა,უყურეთ, როგორ ჰყვავისა!
ნაირ-ნაირი ბალახი,ნაირ-ნაირი ხმებია.შევერთდეთ, დავუკავშირდეთერთმანეთს, როგორც დებია.შენც იქ დაგაწვენ, დობილო,ბექობში, საცა ვწვებია.არ გირჩევნია ჩემთანა,რომ მუდამ მარტო ჰრჩებია?გიშოვი საზრდოს უხვადა,რითაც მე ვიკვებებია.რა გინდა, აბა, სოფელში,დახვალ, ტირილით ჰკვდებია?!”
ობოლი მისდევს ბაჭიას,წინ მიუძღვება ყურ-ცქვიტა.ვნახოთ, სოროდან თაგუნამთვალები გამოაჭყიტა.- “მეც თქვენი ძმა ვარ, მიმიღეთ, -მისწრუწუნებდა მგზავრებსა, -მეც ობოლი ვარ, თქვენს მეტიარავინ დამიზავებსა!”
მოფრინდა ბერი ქედანი,ობოლს დააჯდა მხარზედა,ჩასჩურჩულებდა ყურშიარაღაცას ტრედის ხმაზედა.ტოროლა თითქოს ჰლოცავდა,დასტრიალებდა თავზედა;კაჭკაჭიც გარსა უვლიდა,თალხები ეცვა ტანზედა:
- “ვუშველოთ რამე ობოლსა!”ჭრიალებს, შველა სწადიან.“ვუშველოთ!” ყველა იძახის,რაც მწერნი ადი-დადიან,თუ ფრინველები მინდვრისა...ვინ იცის, რასა სჩადიან!საგრძნობი იგრძნო ყველამა,“ვუშველოთ!” გაიძახიან.ბალახიც მინდორ-ველისა,მწერნი და რანიც ჰყვავიან,იქვე პატარა ნაკადიცაშფოთებულა ძალიან.- “შენი ვარ, თავს შემოგევლე,სხვებისთვის არა მცალიან!” -
ანუგეშებდა ობოლსა,მირაკრაკებდა ველადა.მთელი ბუნება ხელებს ჰშლისჩაგრულის დასაცველადა.საითღაც მოულოდნელადირემიც გაჩნდა ხელადა,ირემი რქა-ბუდიანი,პირმშოი შვილი მთებისა,ლაღის ნიავის მსუნთქველიდა მოტრფიალე შვებისა.უყურეთ ყელ-ყურ ლამაზსა,უყურეთ რასა შვრებისა!- “დამაცათ, მე გავუწიომაგიერობა დედისა!”
სთქვა. ობოლს ტახტად მიუძღვნაბორჯღი ტოტები რქებისადა გაიტაცა მთისაკენმოძულებული ძმებისა.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი