↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნუმცა მსმენია სიკვდილი

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2015-05-131 წთ საკითხავი10829 ნახვა

—
(სიმღერა)
ნუმცა მსმენია სიკვდილიდა ნუმც მინახავ ლომისა!ნუმც მინახია არწივი,შნო აღარ ჰქონდეს ომისა!ლომს ტახტი უდგა მხეცებში,არწივს - ფრინველთა შორისა.რა ლამაზია დილითა,მზე რომ სხივს მოჰფენს გორისა!ნუმც წაუხდება მშრომელსაწმინდა ნაღვაწი შრომისა!დამლახვრელია გულ-მკერდისცხელი ცრემლები ობლისა.უჩირქო, მეტად წმინდააშვილზე ტირილი მშობლისა,ღვთიურს ხმასა ჰგავს, ვისც ძალუძსხმების აკინძვა მწყობრისა,და გულის მკვლელი სიტყვებიენა-წყლიანის მთხრობლისა.ტურფაა ახალგაზრდობა,ზათქი ვნებათა თრთოლვისა.
1914 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი