↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნუგეში მგოსნისა

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2011-06-121 წთ საკითხავი21096 ნახვა

—
ვნუგეშობ, სწორედ სანუგეშოცა:გულზე მედება ცეცხლის გენია,ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულსავი მე არა ჩამიდენია;ვინ რას გაიგებს, ან ვინ რა იცის,რამდენჯელ ცხარე ცრემლი მდენია?!ვნუგეშობ ამით: მიწას მიწურადდა ცას ციურად მივეთავაზი,არ მიბობღნია დაბლა ქვემძრომად,მაღლა დავფრინავ, როგორც გავაზი;ჩემს ტურფა მხარეს მკერდს დავაკერესიტყვა საგმირო, სიტყვა ლამაზი,და ამ ჩემს მღერას ყურს რომ უგდებენქართლელ-კახელი, იმერ-აფხაზი.მამა-პაპათა აკლდამებიდანგამოვიწვიე გმირთა აჩრდილიდა დავუკოცნე იმათ მკლავები,სახე შუბის წვრით და ხმლით აჩრჩნილი;მე გავაცოცხლე ხელის შეხებითლეში მდუმარე, ლეში გახრწნილი.თავზე დავადგი დაფნის გვირგვინი,წელი შევუმკე ისევაც ხმლითა,ნოყიერად ვქმენ ნაგვალი მიწა,როგორაც წვიმამ, მოსულმა ცითა.არ დაუძველდა ჩემს გულს თვის სატრფო,როგორაც სხვისას, ვნუგეშობ მითა.მე არ ვუთხარე მოძმესა ორმო,მთხრელი შევმურე კუპრით და ლაფით;არვის გავტაცე მე ლუკმა-პური,სხვასაც გავუყავ ნაშოვნი ჯაფით,და სიყვარული ჩემს თანამოძმეთვაუწყე მედგრად ნაღარით, დაფით.უსულო საგნებს სული ჩავბერე,ავასაუბრე ლოდები კლდისადა, როგორც მეფე, გავათამამემწირი ბალახი, ის ქუჩი მთისა.მადლი მფენია მარჯვენაზედაიმ შემომქმედის, მაღალის ღვთისა!
1894 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი