↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პასუხად

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2026-07-181 წთ საკითხავი21104 ნახვა

—
(განდეგილს და შიო მღვიმელს)
კარგებო, თქვენი ძახილი
ბარით შამესმა მთაშია,ფეხის ფრჩხილებში გაჟონაჟრჟოლამ, დაკრულმა თავშია;ძვირფასს მაუწყებთ ამბავსა,ჩამოვარდნილსა ხალხშია:“გაუმთელდაო წყლულებიარწივს, დაკოდილს მხარშია”.დაუფანტია ფრინველნიმომაგრებულსა მკლავშია,რომ დაჰსეოდენ უმსგავსნიღალატით დაჭრილს გზაშია.“უჭირველივით ყაშყაშებს,ცხადად ვცანითო ხმაშია.”უკეთესს ვინ რას მახარებს,თქვენ გენაცვალეთ თქმაშია!აგავსეთ ია-ვარდითა,დაბერდით იმის თვლაშია!სწყავდეთ და ვერ უდიოდეთ,ოფლი გდიოდესთ წყვაშია!ისე სცურავდეთ კეთილში,ვით კოვზის პირი ზღვაშია!ერთი ათასად გარდვიქემხედველობაში, ჯანშია:ყორნის ფრთა-ბოლოდ ქცეულათეთრი, ნარევი თმაშია,მოხუცი კაცი ჯეილადჩავუწერივარ ცაშია.აწ გლოვა აღარ მჭირდება,აღარც დამალვა სახლშია.ერთი რამე მაქვ სათქმელი,იქნებ დაგიჯდეთ ჭკვაშია:მკერდში არავინ დაგვიჭრასგმირი, დაჭრილი მხარშიადა დღეს კი გამოჩენილი;ჭკვა მოვიგროვოთ თავშია,არ გადამექცეს არმადასიცოცხლე მთა და ბარშია.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი