პოეზია · ლირიკა
* * * რა დროა მაშინ
რა დროა მაშინ...როცა შენში შეკუმშულიაღარც სიტყვა ვარ და აღარც ბგერა...რა დროა გარეთ,როცა ხეები ყვავილობენდა კვირტები დასტირიან გარდაცვალებასნაყოფში...
დააკაკუნე... სამჯერ და გამბედავად...როცა მეტყვი, მაშინ გამოვალ!შენში ავყვავდები,როგორც ატმის ხე...შენი მკლავები იქცევამსხმოიარე ტოტებად...შენი კიდურები - ფესვებად...
როცა მეტყვი, მაშინ გამოვალ...მე შიგნით ვიხედები... შენ - გარეთ...მითხარი, როგორი ამინდია?გინდა? თვალებს გაგიცვლი!ისე, როგორც ბავშვები ცვლიან სათამაშოებს:ხელი - ხელში...თვალი - თვალში!
დააკაკუნე სამჯერ და გამბედავად...