↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კესანე

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2026-07-181 წთ საკითხავი23296 ნახვა

—
კესანე,შენი კვნესამე,სევდა შეგატყვე კილოში, _პატარა, მორცხვო ყვავილო,გაზრდილო საინგილოში.
რომ ერთად არ ვართ, კესანე,მისთვის შემომკვნესარებ...
პატარა, მომცრო ყვავილო,ცრემლებით ამოყვანილო,მოდი და ერთად ვიმღეროთის ჩვენი ტკბილი «ალილო».
მკერდს მომეყრდენი, კესანე,შენთვის სიყვარულს ვკვესავ მე...მაფრქვიე შენი სურნელი,ვარ მარად შენი მსურველი,შენი ამბორის მწყურნები...
ნუ გეშინიან სიობლის,მე არ დაგტოვებ, კესანე...კიდევაც გნახავ მრავალჯერ,მეორედაც და მესამედ...კესანევ,შენი კვნესამე,შენთვის სიყვარულს ვკვესავ მე.
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი