პოეზია · ლირიკა
კახური განთიადები
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ლირიკული პოემა
1მინდა ლექსით მოვირთველოსაქართველოს ყველა კუთხე...რომ ამაოდ არ დავთელო,ვაჟავ, სიტყვა შენ მიკურთხე!პოეტი ვარ შენი ზნისვე,მასვე ვიტყვი, რაც შენ გსურდა...ვხედავ, ვხედავ ალაზნის ველს,ჩემს მკლავებში შემოცურდა!მინდა სიტყვა მოვირთველო,ისიც, ვიცი, იალმასებს;რომ ვახარო საქართველოსმე კახეთის სილამაზე...სიჭაბუკის საჯინიბოგამიღეთ და გამიხსენით,რომ ავუშვა საჯირითოდმონავარდე ლურჯა ცხენი!მობრიალდი, შენ, არწივო,დამარწიე ლეგა ფრთებზე,მინდა ლექსი დავამძივოცივგომბორის მწვანე მთებზე.ჩემი ყრმობა გომბორზეა,იქ დამრჩა და იქ იპოვეთ!იქ მზე რომ დგას, ჩემი მზეა,მისი სხივი ზრდიდა პოეტს...მე გუნება ამ ლურჯ მთებისყრმობიდან გულს ჩამდებია!თუ ვარ ქართლის თანამდები, ―ეს მთა მისი თავდებია...
2შორს წალურჯო ნისლი მოჩანს,შეთვალებულ ყურძნის ფერი...ვიღაც ნელ-ნელ ასწევს დროშას,სარდალი თუ ხევისბერი.გამჭვირვალი ილტვის ნისლიგანთიადის წინა ბჭეზე,აქეთ-იქით ვიღაც ისვრის,თამარ-მეფის საყურ-ბეჭედს.ხოხბისფერი, ვარდისფერიეფინება კრთომით ციაგს,ღიმნაცისკრევს,უცისკროვნესს,გამოწურულ ვერცხლის ციალს,და ჩაწურულ ვერცხლის ბრწყენას,მარჯნის რღვნასდა მარწყვის წარღვნას, ―სილამაზის უკვდავ კერასვერ მოვწყვიტე ჩემი ცქერა...მზე ამოდის მოერთბაშე,აბრიალდა გზა და შარა...თითქოს ქალმა მოკაშკაშემკოშკიდან თმა გადმოშალა...მზე ამოდის...ეფინება, ―ზეთავს,ზეგარდს,ზესთა-ზენას...კახეთია!ჩქარა კათხა,ჩქარა ლექსი, აღმაფრენა!ჩემი ლექსი,ჩემი სიტყვა,ჩემი კოცნა,ვის და რომელს? ―დაუჩოქეთ და ემთხვიეთ,სილამაზე ― შეუზომელს,თვალმზე კახეთს,ტკბილ დასახედს,მბრძოლელს, მშრომელს,დაუდგრომელს...სხივნაყარი ფოთოლნარის,ატყდა ტაში ―შუამთაში.ოქროს ვარაყს,ატლას-ნარინჯს,ნაბდღვრიალებს, გაღმა მხარში,ჩემი გულის ნაცეცხლავისმიემატა კიდევ ფერი...და ღადღადებს წითლოსანი,ბროწეული ცათა სფერით.აქ ერთ წამში იწყებს ძგერასგულის ყველა საწადელი;აქ სიცოცხლის დიდ სიმღერასდაიძახებს საწნახელი!აქ რა უნდა გულნამცეცას,მიუწვდება არსად ხელი...
3მზის რთველია, განა ვაზის?ბადაგია?ჰაერია?თითქო მზეში მუშკ ავაზისსურნელება გაერია.ვინ ჩაადნო ლალში ბროლი,ან ალმასი ვინ ათალა?ან ოცნება ცათასწორივინ აქცია წინანდალად?ან ამ ზეცას სად ჰყავს ცალი,ან მიწა ვინ ახავერდა,ანუ აზრი საოცარივინ ასტყორცნა ალავერდად?ან ეს მთები ვინ მიბნიდა,რომ დამდგარან თავჩენილად;გაუვლია სილამაზესდა მუდმივ აქ დარჩენილა!ჩარჩენილა ყოველ ყლორტში,მღერის ყველა საწნახელში;ელვარებით, მდუღარებით,განიერი თვალის ეშხით.ბედის ქარტა დახეულიაქ მოდით და შეაწებეთ;ვის გაქვთ გული დამსხვრეული,განკურნება აქ ეძებეთ!
4ალაზნის ველს,ალაზნის ველს,რა სჯობია სათვალმჩენოდ?შევხედავ და მინდა მყისვეუკვდავება დავიჩემო!როს გომბორზე გული მრჩება,უკვდავებას აღარ ვრჩეობ;საქართველოვ, საჩუქარო,სილამაზის გადამრჩენო!წინანდალშიჭავჭავაძისქალების დგასწამწამთ ჩერო.არჩევანი,არადანი,რომელ მათგანს ავარჩევო?მწარედ ოხრავს გაგმირული,სასიკვდილოდ დავიჭერო,ალავერდის გედს შეხედავ,აჰა, თითქოს დავიჭერო!ბულბულს ხმაზე გამოვები,შენს საძებრად გავიჭერო!შარიშური, ბუდეშური,შუქურთვალა ლექსში ვაქოთ;სიჭაბუკეს დავეშუროთ,სიყვარულზე გარდავაგოთ.ღაწვს აინთებს ელვაქალი,შეებმევა ზეცას მთვარედ,მრავალს ვხედავ შენაჯგუფარს,დარეჯანის მეჯუფთარედ, ―მზის თანაბარს, ზედმონაჭერსთუნდაც მთვარეს ცისკრიანად;ჰეი, ყველა შემომხედავს,შემიყვარებს, ის კი არა!წამწამთაგან მონაქროლ ქარსმოერიდე, არ გაცივდე...ირმის რძეში მაბანავეთ,ეგებ, ცოტას მოვჯობინდე!შარიშური, აბრეშუმი,სიყვარული ვაქოთ, ვაქოთ,აშლავარდი, აბეშურა,შუქურთვალას გარდავაგოთ!წავალ, წავალ, ― არ დავდგები, ―ალაზანზე სათევზაოდ,მაგრამ ბინას სად ვიშოვნი,გოგოვ, ღამის სათევსაო?წამწამებში შემიხიზნე,იტყვი, სად ის, სად ესაო?მომეხვიე, როგორც ვაზი,რომ არასდროს გაეყარო;მოდი, გავხდე წარბის ფერფლი,რომ წამწამზე დაგეყარო!რად მინდოდი? მზედ მინდოდი!გულს რა თხრიდა? შენი გული!მაშ, ალაზნის ველი არ ხარ,მხოლოდ ოდნავ შენიღბული?მაისი დგას ჩვენს გულთშუა,მისთვის გვმართებს, ლხინს ვიხდიდეთ;ვერცხლით შენი ღიმილისარა უეცრად მომისყიდე!მომე გულის ან ნაწილი,ანუ მისი წანათალი,თორემ ნინას განაწირიგაგიწყრება წინანდალი!ვაი, ნატა დამწვარია,თვითონ იყო სხვის დამწველი...რა ძნელია, რა მწარეა,ნახვა გვსურს და ვერ კი ველით...
5ყვარელსა თუ იყალთოშისიბრძნის შუქი ბრწყინავს მარად;ბახტრიონში ზეზვაის ხმალსდუმით პოხვენ საომარად;უჯარმიდან გორგასალიმომაწოდებს შავ მუზარას;გარეჯაში ფრესკა ტირის,მისი კვნესა გულს მიზარავს...― ნინოწმინდა?წინანდალი?სიყვარული, მაშ, გაქვს ვისი?― ორ ღმერთშუა რად ჩამაგდე,შე უღმერთო, გაქვს სინდისი?ორი ერთად გულისძვრაა,სიყვარულის ძველი დაღი...ალაზანი ― სიმღერაადა იორი ― ლექსის ბაღი...გული დუღს და პოეტი ვარ,ცეცხლად ვივლი, ნიავ-ქარად,ქართულ სიტყვის კაპოეტივაჟამ მაშ ვის მიაბარა?ავაჟღერებ სულის ნაშრეტსდა გულმა რაც მოაზღვავა,და რა ცრემლიც სხივით ვაშრე,დავდგამ ლექსის წითელ ხვავად.თუ ჩემს აკვანს გადარწეულს,ფერფლი ფარავს ნუშის, ვაშლის,―ნეტარება პატარძეულს, ―ყველა ვარდსაც ზედ მივაშლი!ჩემი მიწა საყვარელი,სანატრელი ჩემთვის ეგზომ, ―იქ მაქვს ძველი ნაყანევი,ძველი სახლი, ძველი ეზო.ფშატის ჩრდილი დღესაც ფარავსდა იისფერ ღრუბლის ფარა...ოცნებაო, სიყვარულო,ოცნებათა დამძირველო,ფათალოში მიფარულო,გულის დიდო სამწირველო!
6ნუთუ ამ მზეს დაღლის ბინდი,ან სიკვდილი სადმე არი?არა, არა, ნუ შეშინდი,ძირს, სიკვდილის სატევარი!ცას შევხედე მინანქარობს,გული ჩქარობს... დამეწმინდა...ერთ სიცოცხლეს არა ვკმარობმე კახეთში, ასი მინდა!ასი მინდა, ასჯერ ყოფა,ლალო მდნარო, მარჯნის ქაფო,ერთი ვარდი რას მეყოფა?რომ ზამთრის გზა გავიკაფო!მე ბალახიც მიყვარს ლორთქი,გულმა მოლზე შეირბინა;ვაზის ლერწი, ვარდის ყლორტი,ყანის ფრთაა ჩემი ბინა.მე სად ვცოცხლობ? ― ლეღვის ტოტში,ბროწეულის ტიტიბოში;ჯიხვის რქაში, წყაროს ჩქროში,იწილოში-ბიწილოში!
7გრძელჩოხიან მედუდუკესმე ყურს ვუგდებ: დაუკარი!ნუთუ უკვე სიჭაბუკეხელთ მიჭკნება სანუკვარი?მედუდუკე დაღლილ თითებსვეღარ ხმარობს, როგორც წინათ;მზე ჩავიდა... კახეთის მთებსშაქარსავით ჩაეძინათ...მზე ხვალ ისევ აჟღერდება,დააძახებს ოქროს ბუკებს;ჩვენ კი, რა ვქნათ... აძგერდებაკიდევ გული, მედუდუკევ?― დავჩუმდებით? არასგზითა,მზე დაგვყვება ყველგან გზებში;― ხოხბის ყივილს ალაზნიდანყურს დავუგდებ ჩემს ლექსებში!
8― არა, არა, არსად წავალ,აქ დავრჩები, მეგობარო, ―მინდა არსენ იყალთოელსსასწავლებლად მივებარო;ფიროსმანის რთველში ვჩანდე,მის შავ მტევნებს მივეფარო;სულხანიშვილს, სარაჯიშვილს,მარჯანიშვილს მივედარო!მათგან შობით,მოჯიშობით,ლექსნაკრავმა ვინეტარო!ისევ ჰყვავის გრემის ბაღი,თუმცა ჭვარტლით შეიმურა,მაჯამების ბაირაღითდადის მეფე თეიმურაზ.წყალი ნარწყულს!წყალი ნარწყულს!გული ისევ ალაგს არის!ისევ ოხრავს კვიპაროსი,ალექსანდრეს ნალექსარი!და ვინმე ყრმა საყვარელიახლაც ყვარლის მთებს უმღერის,იმ სიმღერით იბადებაახლად გმირი, წარბუხრელი.არა, არა, არსად წავალმე აქედან უსაცილოდ;ბულბულს ოქროს ბუმბულიანსაქ დავიჭერ უნაწილოდ;აქ მოვიმწყვდევ ოქროს ირემს,თვალს-შემსჭვალულს, შენამზირებს,...
9ალაზნის ველს,ივრის კიდესრა სჯობია სათვალმჩენოდ?გული დუღს და ლამის არიპოეტობა დავიჩემო!ჯერანი ვინ დააჯერა,გარდევლება თავზე შირაქს,რომ ვერ ვგევარ ლექსში ჯერანს, ―ფიქრმა სევდა დამიხშირა.ალაზანი ხოხბის ფრთაადა იორი ― იის წვენი;ჰხედავ ― მაღლა ცივის მთაა,იქ ირემი ლექსს იწველის.
10მოდის, მოდის ალაზანი ―პირუჩუმრად, განა ზარით?მოდის, მოდის ყურე-ყურედ,ის ჩემს სევდას არ უყურებს...რას მღერიან ოლოლები,შუაღამით, შავბნელ ტყეში?ეს არ ვიცი, მაგრამ ზოგჯერგვიმღერია ჩვენც შავ დღეში.
11
ისარტყლება ცისარტყელა...და ღრუბლები ვეფხვის ბწკლებით...მოკამკამე წყაროს წყლები,მარგალიტის ნაწინწკლები...კლდიან კლდეზე ნაკადულებსვერცხლის კაბააკვალთულებსგაუწეწავთ წუწუბები...გამოსწოვენ სპეროზას წვენს,გაევსებათ ძუძუები.ბორბალოა ― სათაურილურჯად მჩქერვალ მდინარეთა,სამშობლოსთვის საზრდო მოაქვთღალა-ღალად მცინარეთა...მათს ემბაზში მოვინათლე,გადვიწურავ თავზე შხეფებს,ჩემს სტრიქონში ჩანჩქარებენბულბულივით ყეფენ, ყეფენ...― ახ, ბროლურავ,― ახ, ბროლურავ,არასდროს თვალს არ მოლულავ,მოთქრიალებ ხმა წანწკარითდა იხსნება შენი წკარითყველა ჩემი ლექსის ბწკარი...ტირის ბროლი,მღერის ბროლი...კლდის ნაკვთებზე მონაქროლი...აყოლებენ ხმას კლდის ქვები;და მღერიან უსუნთქებლივ.მეც მშობლიურ მიწის სუნთქვასხომ ყოველდღე ვეტყვი ტყე-ველს,მეც ამ მთებმა, ამ თვალებმა,ამ ვარდებმა დამატყვევეს!ბროლჩქერებო, ჩანჩქერებო,იქნება, რომ არ გახსოვდეთ?ნეტამც ქართლის სამსახურში,არც მე დავშრე არასოდეს!სულ მოჩქეფდეს ჩემი სიტყვა,მარად მირონმომდინარე...მწყურის, თქვენებრ გრიალებდეს,მაგ სიწმინდით, შინ და გარე...
12მაჭრის შხაპი მაჯის სისხოქვევრის თავზე მღერის ტკბილად;― დრო წავიდა, სამესისხლო,მერთვლეს გული აღარ სტკივა!ყველა მტერი და ჯაშუში,თვისივ ცოდვით ამოიწვა,წყეულ იყოს, ვინც წარსულში,მოაცრემლა ჩვენი მიწა!ასე მღერის მაჭრის ტალღასაწნახელის ჩამოდაღმა...
13ქარიშხალმა დიდი ტაძრისმხოლოდ სტოვა დაგვიტოვა,დრო წავიდა რა სიმკაცრის,(წასულა და აღარ მოვა)!როცა მიწა იყო ნაცრად,ცეცხლი დუღდა ქვეშიდანა,შაჰ-აბასის ხანჯლის ნაცვლად ―გაიელვებს რთველში დანა...მიწა ტირის დილის ნამზე,სიყვარულით, სიხარულით,და კახეთი დგება სავსე,პურით, ღვინით, ჭირნახულით.რა დააშრობს ქართულ მირონს,შიოს მარანს დაუშრობელს?ასწი ჯამი, ჯაფის გმირო,სადღეგრძელო უთხარ მშობელს,სავსე ძუძუს, სავსე მინდორს,რძე რომ წასდის, ქონის ღვარი...უთხარ თვით მეც არ შემინდოს,თუ ვერა ვსთქვი სანუკვარი!თუ ლექსი არ დაგიმარჯნო,თუ პირკოცნით არ უთხარი: ―შენ ამ ჯამზე გაგიმარჯოს!მაგრამ ბევრნი მიხვდებიან, ―მტევნის ცრემლი დილა ადრე, ―ჩემი ლექსის სიტყვებია,მას ეძღვნება, თუ იკადრებს!
ალექსანდრე ჭავჭავაძე.ილია ჭავჭავაძე.