↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კახეთი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-132 წთ საკითხავი19196 ნახვა

—
გინახავს გომბორის მთიდანდანაბინდარი შვენება?გინახავს გადაშვინდულიცისკრული ამოთენება? -
ციაგის ციალს აჰყვებაშუქი შორეულ შუქურთადა გამოჩნდება სამშობლო,როგორც მოჭრილი ჩუქურთმა.
ოქრომზიური შხეფებიმწვერვალებს დაეწვეთებადა განთიადი თამარისნათელ ღიმილით ენთება.
ალაზნის ველი ბრწყინვალე,ოქროს მზის ამოსახედი...ვაზდაბურული სამშობლო,ჩემი უკვდავი კახეთი!
ბროწეული და ატმებიშუქს უმატებენ დილასა;სამასწლოვანი კაკლებიისვრიან ნააჩრდილარსა.
თანცისკროვანობს ვაშლის ხე,შუქი მტრედული მოება,სინაზით აფეთქებულანუშების გადმოთოება.
გადამარჯნული ბაღები -ოქროში ლალით ნაღები...ანაზებული, მცინარი,ლაჟვარდის წმინდა მინარი.
იაგუნდების წკარუნითმოწანწკარენი წყარონი,ზურმუხტის ტევრის ბიბინი,ვაზფურცლის ნიავქარობა,დურაჯის ცეცხლებრ ბრიალი,წინანდლის გედის გალობა...
ნაცისარტყლევი ჩანჩქერებიფირუზფრად ნახუჭუჭარი,დაღისტნის მთები, გაშლილი,ვით უკვდავების გუჯარი.
ღარზე გასული მაჭარი,ქვევრებს რომ მოეტარება,თითოეულ შხეფში რომ ისმისსიცოცხლის მონექტარება.
მზის წყარო - ძუძუს წყაროში,ლალში მარჯანის ბრწყინება,ჩქეფა და ჩამჩქეფარება,დინება, გარდადინება.
ასწიე, ადი, შეიტკბესამშობლოს დიდი შვენება...სამშობლოვ, მხოლოდ შენი მზე,გულს ოქროდ დამეშენება!..
შაბაშ!იდინე,გაბრწყინდიგაფრქვევით, ოქროს დიელო!დე, შენმა გამოსხივებამჩემს სიყვარულში იელვოს!
შენ დამიმწიფე სიტყვები,ვით ხეს გასული მტევნები,შენი, შენდამი, შენს შუქთა,შენს ციმციმთ მისადევნები!
1941
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი