პოეზია · ლირიკა
უცხო ქალაქი
უცხოა ქალაქი, რომელშიც დაგეძებ,როგორც დაეძებენ ქარები ფოთლებს...უცხოა ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობთ,მისი საზღვრები კილომეტრებითარ იზომება.
დაგეძებ ქალაქში,რომელშიც დავდივართ,რომელიც სავსეა მზითა და ავ-კარგით...რა ძნელად შეგხვდი და დაგკარგე ადვილადქალაქში,რომელმაც საზღვრები დაკარგა...
ქალაქში ქალაქი... შენი და ჩემია!და ისევ გიმღერებ... დღეს თუკი გადავრჩი,შენ, ჩემო, ქალაქში დაკარგვა გჩვევია...მე კი ვიკარგები შენში... ვით ქალაქში...