პოეზია · ლირიკა
საახალწლო ღია ბარათი
ახალწლის ღამეს, ო, სულო ჩემო,რა უნდა გითხრა, მართლა არ ვიცი...ვერ გხედავ, მაგრამ შენს არსებობას,როგორც სასწაულს, ისე განვიცდი...ვიცი, თუ აქ ხარ, ყველგან იქნები,ცა და მიწაა შენი საუფლო,შენ სანთელი ხარ, არ ჩამიქრები...არც მე ჩავქრები, ვიდრე ვსაუბრობთ...ახალწლის ღამეს რა სასწაული...არავინ იცის, სივრცეს გაარღვევს...სუსტი ფიფქი ვარ, შენს ხელისგულზემალე დავდნები... კარი გააღე!შენი მეკვლე ვარ, შენთვის მოვცდები:თოვლის ფანტელებს ვაქცევ იებად...ახალწლის ღამეს ყველა ოცნებაუკლებლივ ყველას ეპატიება...მე მაპატიე, ლექსში ეულადდავრჩი, არა ვარ რადგან ნამდვილი,ვერ მოვარიგე სული სხეულთან _არა ყოფილა ასე ადვილი...შენ ჩემი გზა ხარ და მისამართიდავკარგე, რადგან აღარ მჭირდება...თოვლი მოვიდა... ცასა და მიწასშორის მანძილი ისევ მცირდება...თენდება... მინდა ზარები რეკდესსულში... ფერს იცვლის ჩვენი სამყარო...შენ ჩემი გზა ხარ, მე _ შენი მეკვლე...და აღარ ვიცი, საით გავკვალო...