↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტყეს

გაფრინდაშვილი ვალერიან

2018-01-131 წთ საკითხავი5582 ნახვა

—
ეგ შენი მწვანე სამეფო,კოშკია მიუწვდომელი,სული და გული დამება,ვარ მუდამ შენი მდომელი.
თუ ბინას აძლევ ნისლებსა,მე მომეც თავშესაფარი.მინდა გიამბო ნავახშმევსჩემი ცხოვერბის ზღაპარი.
მე ხშირად დაგშორებივარ,ხშირად ვყოფილვარ ობლადა,მაგრამ მახსოვდა ყოველთვის,მიგულვებიხარ მშობლადა.
მიმიღე შვილი ცოდვილი,მაპკურე წმინდა ცვარები,რომ განიკურნოს სენიდანეს გული ნახანძარები.
ხარ მუდამ ამპარტავანიშენ – უხუცესი ბუნების.გრიგალის არ გეშინიან,მის წინ არ მოიღუნები.
ხშირად გაცქერი ბარიდან,მთაზე გაშლილხარ ზვიადი,მოსჩანს ყოველი მხარიდანშენი მწვანე და წყვდიადი.
ცას ებჯინება თავითა,გიყვარს ელვა და მეხებიდა ამაყობენ რუებირომ შენ დოგბანეს ფეხები.
მიყვარდა შენი ნისლები,შენი ფოთლების შრიალი,და წარში შენი ტოტებისზღვასავით ორომტრიალი.
დაუჭკნობელო! შენ გარდაარ მყვარებია არავინ,ისევ მეძახის შორიდანშენი ფოთლების კარავი.
შენ მაზიარე წყაროებს,გრილი ნიავი მწყურია,მე შენს ტრფობაში ძლიერო,ოცნება დამიწურია.
გყავს მგალობელი ჩიტები,ფრინველთა მთელი კრებული,მცირე საჩუქრად მიიღეეს გული ამღერებული!
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი