პოეზია · ლირიკა
ფანტასტიკური სურდო
ისევ ქალწულის გამახარებს კეკლუცი სურდოდა ჭიანურობს მკრთალ სახეზე ძვირფასი ცხვირი.მისი ცხიკვება სიმღერაა და - გასაკვირი.დიდი ხანია, ამ სიმღერის მოსმენა მსურდა.
და მოელვარე ნესტოები ხარბად ელიანუცნობ ქვეყნების სურნელებას, მხურვალე შუქებს.მისი თვალები სამაისო - ახლა ბნელია.სოველ ცხვირსახოცს მე ქალწული ალბათ მაჩუქებს.
თითქოს ის სურდომ დაამძიმა,ორსულ ქალივითმოთენთილია, ერიდება სიარულს მრავალს.ვნების სარკეში ის მკრთალდება ბროლ-ფიქალივით,თითქოს წინასწარ სჭვრეტდეს სასტიკ თავგადასავალს.
თეთრ ყვავილებში მოქანცული ის ათამაშებსსპეტაკ ნესტოებს და გაჰყვება ოცნებით სურნელს...ის აჯირითებს სხვა მინდვრებში სულს განუკურნელს -ვერ დავეწევი აზვირთებულ სურნელთა რაშებს.
მე მისი სურდო დავიმართო,მინდა,მწყურია.მაგრამ არ არის მიღებული ცხვირზე ამბორი.ჩემი ოცნება, თვითონ ვიცი,- უცნაურია -სურდოიანი მესიზმრება ქალწული შორი.