↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეხი მეხს, ქარი ქარს, ჩვენ კი მივსცეთ მხარი მხარს!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
აქ ჯერარაა პროლეტარი,მხოლოდ გლეხია,მაგრამ საზღვრებიწაიშლება,არის წერტილი,სადაც შეხვდებამძლე ქარხანა,მშვიდი მინდორიდა რომელიღაცჯვარედინზეგახდება ერთი.ფოლადის ხარიმიაბიჯებს.სადღაც ღობეზეძველის ძველიდანჩამოცმულიცხენისთავია.აი, წარსულო!აი, დღეისახალი კვალი,რისთვის გეგონაჩვენი მიწარომ უძრავია?კვარის მაგივრადმოელვარე სანთლით„ღამურა“, -ქარისგან შემკრთალსინათლეშიგათავდა დღე რა,ღამითაც შრომობსსაქართველო,გათენებამდეც.მახლობლადმედგარ კოლექტივისსცემს გულის ძგერა.ჩასხმული,შავი,მზით დამწვარი,თითქო რჩეულიერთი მეორისუკეთესითვალებ-ბრდღვიალა,გადახალისდნენ,გამოცოცხლდნენჩვენი ბიჭები.მიაბიჯებენ -სიმღერამაცდაიგრიალა:მხარი მხარს,მხარი მხარს,კოლექტივო,მხარი მხარს,აბა ჰე, აბა ჰე,აბა მივსცეთმხარი მხარს,წავიდეთ, მოვედოთ,ბორკილ-აყრილმთა და ბარს;მივიდეთ, მივუდგეთ,გაერთიანებულ ჯარს.ჰარიქა, ჰარიქა,ჩავეჭიდოთგუთნის ტარს,ჰარიქა, ბობოლა,ძველ ღობეებსუვლის გარს,მეხი - მეხს, ქარი - ქარს.ჩვენ კი მივსცეთმხარი მხარს.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი