↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეხსიერება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
როგორც ხანდახან ნივთს ეძებ დიდხანს,ნივთი კი თვალწინ ყოფილა თურმე -გადამაჩვია ლექსების კითხვასამ ხმაურობამ ჯოჯოხეთურმა.
სიბერის ხანა გულს ეპარებადა ნათელ დღეთა ჰქრება ფიცხობა,მას ხან ეშმაკი გადეფარება,ხან სასიკვდილო გულმავიწყობა.
ამ წამს უხილავს ვადარებ თივთიკს,არ შემიძლია, რომ ხელი ვახლო...თუმც სიხარულიც, როგორც ის ნივთი,არსებობს ახლო, სრულიად ახლო.
1933
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი