პოეზია · ლირიკა
პროვინციური გაზაფხული
ცვალებადია დრო და ალაგი.ახლა მაისმა მოსვლა ინებოს,როგორც პოეტი, ელის ქალაქითეთრი ტყემლებით დაგვირგვინებას.ო, ყველას ახსოვს ზამთარი დიდი!მაგრამ გამოჩნდა ტყის იალქანი.ვით აივანი ამაღლდა ხიდიდა აყვავილდა ძველი ბალკონი.აღებენ ფანჯრებს ნაზი ხელები.კვალად გაიხსნა ფუტკრების ტურნე.კათოლიკური კარაველებიცას უგზავნიან სალოცავ სურნელს.რუხ მდინარეზე სოველი ტივიდა სააღდგომო რეკვა ზარების.სადღაც იკერავს გამხდარი ქვრივიკაბას ტრაურულს და უღარიბესს.ცაზე ჰკიდია მზე-მალაღური,აპრილი აკრავს მწვანე აფიშებს,ვით ბალდახინის თეთრი მსახურისასაფლაოსკენ ის მიაბიჯებს.სადაც მოელის ლეში უძრავიგაზაფხულს, როგორც თავის მესსიასდა იზრაილი შეუმუსრავიკიდევ მოითხოვს შავ პროცესიას.